დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110708008, 11/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020030.35.115.016057 |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2011 წლის 24 ივნისი
დაბა ლენტეხი
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად,
1. შეტანილ იქნეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №43 (სსმ, 21.01.2011 წ.) დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“;
ბ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.
2. ბათილად იქნეს ცნობილი „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის №24 დადგენილება (სსმ, 25.05.2011 წ.).
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები