"ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან"

"ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან"
დოკუმენტის ნომერი 2/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016039
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2/ნ
05/01/2011
ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
470230000.22.035.016039
"ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/01/2011 - 21/08/2012)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრისა და  საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №2/ნ–№5

2011 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის რ” ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:

1.  დამტკიცდეს:

ა) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან“ (დანართი 1);

ბ) ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (დანართი 2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის 125/ნ-207 ერთობლივი ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                              დ. ლომიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   პ. პეტრიაშვილი

 

დანართი 1

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან

 

სეს ესნ კოდი

საქონლის დასახელება

0402 29 110 00

ა) დედის რძის ჩამნაცვლებელი ადაპტირებული ნარევები;

ბ) რძე და რძის პროდუქტები.

0403

მაწონი, იოგურტი, კეფირი, ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები

1602 10 001 00

ცხოველების, ფრინველების და თევზის ხორცის შემცველი პროდუქტები

1901 10 000 00

ბავშვთა კვება, საცალო ვაჭრობისათვის დაფასოებული

1905

ნამცხვარი და ორცხობილა

2005 10 001 00

ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის შემცველი ნარევები

2007 10 101 00

ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით

2007 10 911 00

ბავშვთა კვებისათვის

2007 10 991 00

ბავშვთა კვებისათვის

2009

წვენები

2101 20 920 00

ჩაი

0811           0909 

1211           2106

მცენარეული ჩაი

2104 20 001 00

მზა წვნიანები და ბულიონები და ნამზადები მათ

მოსამზადებლად; ჰომოგენიზებული შედგენილი მზა საკვები პროდუქტები

3004 90 990 00

ნაყენები

შენიშვნა:

1. ნუსხაში შემავალი საქონელი წარმოადგენს 12 თვემდე ასაკის ბავშვთა (ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტებს, რომლებიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად. ტერმინი მარკირებულია ასეთად ნიშნავს, რომ მარკირების მიხედვით საქონლის გამოყენების მინიმალური ასაკობრივი ზღვარი ნაკლებია 12 თვეზე.

2.  დღგ-ს გადასახადისაგან თავისუფლდება ნუსხით წარმოდგენილი, სეს ესნ თერთმეტნიშნა ქვესუბპოზიციის, ასევე 0811, 0909, 1211, 2106  სასაქონლო პოზიციებში შემავალი მცენარეული ჩაის, 0403, 1905 და 2009 სასაქონლო პოზიციებში შემავალი საქონლის - 12 თვემდე ასაკის ბავშვთა (ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების, მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად.

 

დანართი 2

ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან

სეს ესნ კოდი

საქონლის დასახელება

3304 91 000 00

პუდრი

3304 99 000 00

ტალკი, ზეთი, კრემი და კანის მოვლის სხვა საშუალებები.

3305 10 000 00

შამპუნი

3306 10 000 00

კბილის საწმენდი საშუალება

3306 90 000 00

პირის ღრუს ჰიგიენის დანარჩენი საშუალებები

3307 30 000 00

არომატიზებული მარილები და სხვა შედგენილობები აბაზანების მისაღებად

3401 11 000 00

საპონი

3401 19 000 00

სახის, ხელების, ტანის გასაწმენდი ტენიანი ხელსახოცები

3401 20 900 00

დანარჩენი

3922 20 000 00

უნიტაზის დასაჯდომი საშუალებები

3923 30 109 00

ბოთლი პლასტმასის

3923 50 100 00

ბოთლის ქობა

3923 90 100 00

მილისებრი ფორმის ექსტრუდირებული ბადე

3924 10 000 00

ჭურჭელი პლასტმასის

3924 90 900 00

ჰიგიენის საკუთნოები პლასტმასის (მათ შორის საწოვარები სილიკონის და ღამის ქოთანი)

3926 20 000 00

წინსაფრები პლასტმასის

3926 90 980 00

სატყუარები, სატყუარას საკიდები, საღრღნელები (ღრძილების გასამაგრებელი და გასაგრილებელი საღეჭები) და ასპირატორები პლასტმასის (მათ შორის, სილიკონის)

4014 90 100 00

საწოვარა და სატყუარა რეზინის (მათ შორის, ლატექსის)

4014 90 900 00

ასპირატორი

4818 40 900 00

ბავშვის სახვევები და ამოსაფენები და ანალოგიური სანიტარულ - ჰიგიენური ნაწარმი

4818 50 000 00

წინსაფრები ქაღალდის

5601 21 900 00

ბამბის ჩხირები

7017 10 000 00

ბოთლი შუშის

7017 20 000 00

დანარჩენი მინისაგან, ხაზოვანი გაფართოების კოეფიციენტით არა უმეტეს 5 X 10-6-სა-ზე 0C-დან 300C-მდე ტემპერატურის ინტერვალში

7017 90 000 00

დანარჩენი

8213 00 000 00

მაკრატელი ჩვილი ბავშვებისათვის

9603 21 000 00

კბილის ჯაგრისები

9603 29 300 00

თმის ჯაგრისები

9615 11 000 00

სავარცხელი

9615 19 000 00

დანარჩენი

9615 90 000 00

დანარჩენი

9617 00 110 00

რძისა და სხვა საკვების შესანახი კონტეინერი (თერმოსები)

შენიშვნა:

1. ნუსხაში შემავალი საქონელი წარმოადგენს ჰიგიენის ნაწარმს 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად. ტერმინი მარკირებულია ასეთად ნიშნავს, რომ მარკირების მიხედვით საქონლის გამოყენების მინიმალური ასაკობრივი ზღვარი ნაკლებია 3 წელზე.

2. დღგ-ის გადასახადისაგან თავისუფლდება ნუსხით წარმოდგენილი, სეს ესნ თერთმეტნიშნა ქვესუბპოზიციის საქონლის - 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთათვის განკუთვნილი ჰიგიენის ნაწარმის, მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად.