„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ–№5 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-7/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016578
01-7/ნ
29/01/2019
ვებგვერდი, 30/01/2019
470230000.22.035.016578
„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ–№5 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ–№5 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №01-7ნ №11

2019 წლის 22 იანვარი

2019 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ–№5 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის  №2/ნ–№5   ერთობლივ   ბრძანებაში   (www.matsne.gov.ge; 060111, 06/01/2011; 470230000.22.035.016039) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“;

ბ) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ (დანართი 1);

ბ) „ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი 2).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი (ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ (დანართი №2)“;

ბ) შენიშვნის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნუსხაში შემავალი საქონელი წარმოადგენს ჰიგიენის ნაწარმს 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად. ტერმინი „მარკირებულია ასეთად“  ნიშნავს, რომ საქონელზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი სიტყვები ან/და ციფრები ან/და გამოსახულება მიანიშნებს, რომ საქონლის გამოყენების  მინიმალური  ასაკობრივი  ზღვარი  ნაკლებია  3  წელზე.  ამასთან,  საქონელზე ან/და მის შეფუთვაზე მხოლოდ გამოსახულების დატანის შემთხვევაში, აუცილებელია მწარმოებლის წერილობითი დასტურის წარდგენა, საქონლის გამოყენების მინიმალური ასაკობრივი ზღვარის მითითებით.

2. დღგ-ის გადასახადისაგან თავისუფლდება ნუსხით წარმოდგენილი, სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა ქვესუბპოზიციის საქონლის – 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთათვის განკუთვნილი  ჰიგიენის  ნაწარმის  მიწოდება  ან/და  იმპორტი,  რომელიც  საბითუმო  და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი