დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 060111, 06/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100040000.22.038.016021 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/01/2011 - 22/04/2014)
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №2
2011 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებელი განხორციელების, დამცველთან შეხვედრის ორგანიზებისა და გაუმჯობესების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე დამცველთა/ადვოკატთა თანასწორუფლებიანობის მიზნებიდან გამომდინარე, პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებმა კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყონ ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
მუხლი 2
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციამ განახორციელოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღოს და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
მუხლი 3
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციამ დამცველთა/ ადვოკატთა, აგრეთვე დაცვის ქვეშ მყოფთა თანასწორუფლებიანობის დასაცავად, განახორციელოს თითოეული დამცველის/ადვოკატის თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის უზრუნველყოფა მიუკერძოებელი და სამართლიანი რიგითობის დაცვით.
მუხლი 4
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში დაიცვას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა.
მუხლი 5
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, თუ ისინი მონაწილეობენ ერთ სისხლის სამართლის საქმეში.
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ მსჯავრდებულთა და პატიმართა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის №89 ბრძანება.
მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. სულაბერიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები