ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016572
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
157
02/11/2015
ვებგვერდი, 04/11/2015
100040000.22.038.016572
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/11/2015 - 31/10/2025)

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №157

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ

 


პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურმა დეპარტამენტმა და პენიტენციურმა დაწესებულებებმა (შემდგომში დაწესებულება), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყონ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების შეუფერხებლად, ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე განხორციელება.

 

მუხლი 2
დაწესებულებამ უზრუნველყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.

 

მუხლი 3
დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დამცველთა/ადვოკატთა, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის მიუკერძოებლად და სამართლიანი რიგითობის დაცვით განხორციელება.

 

მუხლი 4
დამცველი/ადვოკატი ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესახვედრად დაიშვება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების დასაცავად გაცემული შესაბამისი ორდერის ან მინდობილობის  წარმოდგენის შემთხვევაში.

 

მუხლი 5
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს, დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, დაიცვას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა.

 

მუხლი 6
დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს, დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ რამდენიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, თუ ისინი მონაწილეობენ ერთ სისხლის სამართლის საქმეში.

 

მუხლი 7
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №2 ბრძანება.

 

მუხლი 8
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი