დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 10/04/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.002.002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/04/2003 - 17/10/2007)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №119
2003 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სამხედრო სახლი“.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ დებულება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს შპს „თორის“ ლიკვიდაცია და ამის შედეგად გამოთავისუფლებული ქონების ქ. თბილისში, გ. ჭანტურიას ქუჩა №10-ში მდებარე შენობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემა.
4. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები