დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 22/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №586
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აპრილის №119 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №32, მუხ. 261) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-3 პუნქტი.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ.არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლისათვის“ შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები