„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 130111, 13/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016026
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
36
24/12/2010
ვებგვერდი, 130111, 13/01/2011
010260020.35.110.016026
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
აბაშის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/01/2011 - 25/02/2011)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 36

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის      1-ლი პუნქტის თ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის თანდართული დებულება (დანართი 1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 13 დეკემბრის 50 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე

თავმჯდომარე                                                                                                                            . თოფურია

დანართი 1

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის

საფინანსო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის დეკემბრის № დადგენილების შესაბამისად.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (შემდეგში სამსახური) არის საფინანსო სფეროში შექმნილი აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.

3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“, „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით: საქართველო, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.

6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1.

    მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილება

სამსახური უზრუნველყოფს:

1) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;

2) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

3) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

4) საჭირო ინფორმაციის დამუშავებას, წინადადებების მომზადებას და წარდგენას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

5) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

6) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

7) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

8) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;

9) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;

10) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;

11 ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

12) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

13) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

14) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

15) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

16) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

17) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;

18) საბუღალტრო აღრიცხვას;

19) ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;

20) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;

21) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;

22) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას;

23) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას;

24) შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას, მათი შესრულების ცონტროლს და კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას. მათი შესრულების კონტროლს;

25) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

     მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ორგანიზაცია

1. სამსახურის სტრუქტურას გამგებლის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო.

2. სამსახურის საშტატო განრიგს გამგებელის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

 

 მუხლი 4. სამსახურის უფროსი

სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

    1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი წარდგინებითა და გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის მოვალეობას ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

4. სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

5. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით

 

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.

2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.