დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკეემბრის №36 დაგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016078 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012 წლის 13 თებერვალი
ქ. აბაშა
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკეემბრის №36 დაგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “თ” ქვეპუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში (სსმ, 13.01.2011., სარეგ. კოდი 010260020.35.110.016026) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი “სამსახურის სტრუქტურა და ორგანიზაცია” შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 3. საფინანსო სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქურული ქვედანაყოფების (განყოფილებების) უფროსებისა და უმცროსი საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება
ბ. სახაზინო მომსახურების განყოფილება
გ. პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება
დ. შესყიდვების განყოფილება
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციონალური მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან გამგებლის მიერ სამსახურის უფროსის წარდგინებით.“.
2. დებულების მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 პუნქტები.
3. დებულებას დაემატოს 41 მუხლი - „სამსახურის განყოფილების ფუნქციები” შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. სამსახურის განყოფილების ფუნქციები
1. ბიუჯეტის დაგეგმვისა ფორმირების განყოფილების ფუნქციები:
ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;
ბ. ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას:
გ. წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს მიერ წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით;
დ. წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;
ე. ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;
ვ. მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, მონიტორინგს შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ზ. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას;
თ. საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
ი. წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
კ. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლების მიხედვით;
ლ. ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
მ. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სახაზინო მომსახურების განყოფილების ფუნქციები
სახაზინო მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა.სახაზინო მუშაობის სწორ ორგანიზებას;
ბ.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ვალდებულებების აღებისა და ხარჯების გაწევის რეგისტრაციას;
გ. მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
დ. მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;
ე. მუნიციპალიეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელ დაფინანსებას;
ვ. ბიუჯეტის გადასახადების გადახდის ოპერატიულიაღრიცხვას;
ზ. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
თ. ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას და წარდგენას;
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართებლივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები
საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა. მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;
ბ. ბუღალტრული ანგარიშგების შედგენასა და დაწესებულ ვადებში წარდგენაზე მკაცრ კონტროლს;
გ. ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;
დ. საკასო და ფაქტობრივი ხარჯების აღრიცხვის წარმოებას, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის, ბალანსის შედგენას და დაწესებულ ვადებში წარდგენას;
ე. ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ვ. მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაანგარიშებას;
ზ. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები
შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა. მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას,
ბ. შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა სახის ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებას;
გ. კანონმდებლობის შესაბამისად, ხარჯების მონეტარული ზღვრიდან გამომდინარე, შესყიდვების განხორციელების საშუალებების განსაზღვრას და შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის შედგენას;
დ. მუნიციპალური შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის შემუშავებას;
ე. მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კონკურენციისა და სახელმწიფო შეყიდვების სააგენტოში კანონით დადგენილ ვადებში;
ვ. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები