გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 990
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 220060000.22.033.016099
990
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
220060000.22.033.016099
გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №990

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის და მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის პირველი იანვრიდან.

. ბაინდურაშვილი

გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესი

1. ეს წესი განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესსა და პროცედურებს.

2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუკი ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

3. საგადასახადო ორგანო საბაზრო ფასის გამოყენების თაობაზე ვალდებულია გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის სამოტივაციო ნაწილში უნდა მიეთითოს ოპერაციის ფორმა, ოპერაციის შინაარსი, არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და გარემოებები, რომელმაც გამოიწვია საბაზრო ფასის გამოყენება.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.