ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.139.016013
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
41
27/12/2010
ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
240120100.35.139.016013
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/01/2011 - 11/02/2011)

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობები განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 261 მუხლის, „რეკლამის” შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალტიეტის საკრებულო დაადგინა:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.

    მუხლი 2

 დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესი, თანახმად 1 დანართისა.

    მუხლი 3

დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა თანახმად 2 დანართისა.

    მუხლი 4

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

    მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე              ბ. ქურდაძე

დანართი 1

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესი

    მუხლი 1

1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 261  მუხლის, „რეკლამის” შესახებ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის შემოღების, ნებართვის გაცემის და გარე რეკლამის ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსების წესს.                 

    მუხლი 2

1. ა დგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

    მუხლი 3

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აუქციონის ფორმით, ,ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბერის 36 დადგენილების) სსმ V, 25.11.2010წ ., №55) მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი წესით.

 მუხლი 4

1. ამ წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე, სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.

 მუხლი 5

1. აუქციონზე გამოტანილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა იყოფა ოთხ ლოტად:

ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;

ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;

გ) ბორჯომი-ბაკურიანის ცენტრალურ გზასა და დაბა ბაკურიანში არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;

დ) სხვა დასახლებებში არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.

2. აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

    მუხლი 6.

1. აუქციონში მონაწილეთათვის განისაზღვროს:

ა) „ბე” 5  000 ( ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ბიჯის სიდიდე თითოეულ ლოტზე 0.5%-ით;

გ) აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 1 00 ლარის ოდენობით.

    მუხლი 7

1. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განუსაზღვროს ნებართვის მფლობელს მესამე პირებთან ურთიერთობაში გარე რეკლამის საშუალების ერთ კვ. მეტრზე რეკლამის განთავსების საფასურის მინიმალური ოდენობა.

2. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განუსაზღვროს ნებართვის მფლობელს გარე რეკლამის საშუალებიდან შემოსავლის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.

    მუხლი 8

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელზე გაიცემა 10 წლის ვადით. აღნიშნული ვადის დინება დაიწყება ნებართვის მფლობელისათვის სანებართვო მოწმობის გადაცემის დღიდან.

2. რეკლამის განთავსებიდან მიღებული შემოსავლების 10 პროცენტ , ყოველწლიურად გადაიხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში .

    მუხლი 9

1. ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გამცემისათვის საანგარიშგებო პერიოდში გადასახდელი ნებართვის საფასურის მინიმალური ოდენობა გარე რეკლამის საშუალების 1 კვ. მეტრზე შეადგენს 36 ლარს.

2. გარე რეკლამის საშუალებებიდან შემოსავლის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიერ საანგარიშგებო პერიოდში გადასახდელი ნებართვის საფასური შეადგენს გარე რეკლამის საშუალების 1 კვ. მეტრზე 18 ლარს.

3. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, ნებართვის მფლობელის მიერ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ოდენობის დადგენის მიზნით, მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

4. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოახდინოს საფასურის გადახედვა 6 თვეში ერთხელ, საბაზრო ფასის ცვლილებების გათვალისწინებით.

5. ნებართვის მფლობელი ნებართვის საფასურს გადაიხდის ექვს თვეში ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის მეექვსე თვის მომდევნო 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. საანგარიშო პერიოდის ათვლა იწყება ნებართვის მფლობელის მიერ პირველი სარეკლამო საშუალების განთავსების დღიდან.

    მუხლი 10

 1. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის განთავსება/მშენებლობა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 11

1. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოე­ბელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შე­სა­ხებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.

2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალის­წინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში გა­რე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა განცხადებას უნდა და­ურთოს:

ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;

ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფი­ული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;

გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

 3. სარეკლამო საშუალებების ქალაქის იერსახესთან, სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის პირველივე მოთხოვნისთანავე მოახდინოს არასათანადო სარეკლამო საშუალების დემონტაჟი.

4. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს მე-6 მუხ­ლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად სავალდე­ბულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშე­ნებლობებისათვის დადგენილი წესით.

დანართი 2

საქართველო

ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების

ნ ე ბ ა რ თ ვ ა

 

ეძლევა ______________________________________________________________________________

                                                                ნებართვის მიმღები და მისი მისამართი

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

 

საფუძველი ­­­­­­­­­­­­­­­________________________________________________

ნებართვის მოქმედების ვადა

 

________________________ -დან

 

______________________ -მდე

 

ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის --------------------------------------------------სამსახურში

სანებართვო პირობები:

___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

ნებართვის მიმღები                                                      კომისიის თავმჯდომარე

ბეჭდის ადგილი

ნებართვა გაცემულია -------------- წლის