დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 406 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 172, 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016136 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2010 - 24/01/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №406
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქონების გადასახადის ად მინისტრირების მიზნით:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სარეგისტრაციო სამსახურმა ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირთა სიები, დანართის შესაბამისად, რომელიც სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ) მიწის ფართობი და მისამართი;
გ) მიწის დანიშნულება (სასოფლო -სამეურნეო, არასა სოფ ლო -სამეურნეო).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა რების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდ გი ნოს:
ა) ინფორმაცია მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ, დანართის შესაბამისად;
ბ) ინფორმაცია გასული საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებზე მისი მესაკუთრის სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით.
3. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ ინფორმაცია მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იან ვრიდან.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები