„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 508
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022228
508
17/08/2020
ვებგვერდი, 19/08/2020
040030000.10.003.022228
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №508

2020 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვით­მმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრი­რებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდ­გენის  წე­სის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დე­კემბრის №406 დადგენილებაში (სსმ III, №172, 31/12/2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირ­ველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი­ით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიწის მესაკუთრე პირთა სიები, დანართის შესაბამისად, რომელიც სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) მიწის ფართობი და მისამართი;

გ) მიწის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო).“.

2. დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია