სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის 2011 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის 2011 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016148
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
418
29/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
470230000.10.003.016148
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის 2011 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2010 - 18/06/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 418

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის 2011 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1.

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე­-2 პუნქ­ტის შე­საბამისად, დამტკიცდეს სამკურნალო საშუა­ლებ­ების ხა­რი­ს­ხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის 2011 წლის პროგ­რამა.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                ნ. გილაური

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის 2011 წლის პროგრამა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ფარმაცევტული საქ­ მი­­­ ობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მკურნალობის პრო­ ცეს­ ში გამოყენებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხი, ეფ­­­ ტიანობა და უსაფრთხოება ის მაჩვენებლებია, რომლებიც სხვა, ას­ ევე მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად განსაზღვრავენ მკურ­ ნა­ ლობის ხარისხს, ხანგრძლივობასა და, საბოლოო ჯამში, სა­ მე­ დი­ ცინო მომსახურების ხარისხს.

    მუხლი 2. პროგრამის მიზანი და ამოცანა

1. პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალ­ სიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვა­ დაგა­ სუ­ ლი და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამ­ კურ­­ ნალო საშუალებისაგან.

2. პროგრამის ამოცანაა ფარმაცევტული პროდუქტის (სამ­ კურ­ ნალო საშუალების) რეალიზატორების რისკების შეფასებაზე და­ ფუძნებული შერჩევითი კონტროლის განხორციელება.

    მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები და განხორციელების მე­თოდოლოგია

1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღო­ნისძიებები:

ა) სადისტრიბუციო ჯაჭვის ადმინისტრაციული კონ­ტრო­ლის განხორციელება და რეალიზატორებისგან სამკურნალო სა­­უა­ლების ნიმუშის შესყიდვა;

ბ) შესყიდული ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა.

2. პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმარ­თვე­ლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სე­ბულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგუ­ლი­რებ­ის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

3. სამკურნალო საშუალების შერჩევითი კონტროლის გან­ხორ­ციელებისას სააგენტო, ფალსიფიკაციისა და გაუვარ­გი­სე­ბის მაღალი რისკის კრიტერიუმების გათვალისწინებით, ფარ­მა­ცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდის სამ­კურ­ნალო საშუალების ნიმუშს და აწარმოებს მის ვიზუალურ დათ­ვალიერებას, რომლის დროსაც ადგენს შეფუთვა-მარ­კი­რე­ბის, ვარგისიანობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლე­ბის, დის­ტრიბუციის უფლებისა და სხვა კანონით განსა­ზღვრუ­ლი მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას.

4. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს შეს­ყიდული სამკურნალო საშუალების ნიმუშის ლაბორატო­რი­ულ კვლევას.

5. სამკურნალო საშუალების ხარისხის ლაბორატორიული კვლე­ვი­სათვის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელ­მწი­ფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბა­მი­სად.

    მუხლი 4. დაფინანსების წესი და პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯე­ტი.

2. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (ორგანიზაციული კო­დი – 35 02 03) პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 100 000 (ასი ათასი) ლარით.

    

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა

 

თანხა ლარებით

 

სამკურნალო საშუალებების შესყიდვა

10 000

სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიული კვლევა

75 000

 

მივლინების ხარჯები    

15 000

 

სულ:

 100 000.

 მუხლი 5. პროგრამის შედეგი

პროგრამა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული ბაზრის დაც­ვას გაუვარგისებული, უხარისხო და ფალსიფიცირებული ფარმა­ცევ­ტული პროდუქტისაგან.

    მუხლი 6. განხორციელების ვადები

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.