სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016147
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
417
29/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
280120000.10.003.016147
სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2010 - 08/02/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 417

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე  კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე­-2 პუნქ­ტის შე­საბამისად დამტკიცდეს სამედიცინო-სო­ცი­ა­ლურ ექს­პერ­ტი­ზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგ­რა­მა.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                ნ. გილაური

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო  პროგრამის მიზანი  და ამოცანები

1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სა­ხელ­მწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სა­ქარ­თვე­ლოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სამედიცინო-სო­ცი­ალური ექსპერტიზის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწ­ყო­ბა, რაც განაპირობებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორ­­გა­ნი­ზაციული საკითხების გაუმჯობესებისა და სამედიცინო და­წე­სებულებების მიერ საექსპერტო დასკვნების გაცემის სის­წო­რეს.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული სა­კით­ხების სრულყოფა;

ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობაზე სა­ხელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება და ამ სფეროში კა­ნო­ნი­ერების განმტკიცება.

    მუხლი 2. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო-სო­ცი­ალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი დაწესე­ბუ­ლ­ების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სა­მე­დი­ცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქო­ნე პირის გამოკვლევა პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ ქვე­პუნ­ქ­ტით განსაზღვრული მიმწოდებლის  მიერ. ამასთან, სამედიცინო დი­აგნოზის გადამოწმების მიზნით პირის გამოკვლევა დაუშ­ვებე­ლია იმავე სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელმაც ამ პირს მიანიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტა­ტუ­სი.

    მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი  (ორ­განიზაციული კოდი – 35  02 02) განისაზღვრა 400 000 ლა­რის ოდენობით.

 

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონ­ტრო­ლის სახელმწიფო პროგრამა

 

თანხა ლარებით

 

სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შშმ პირის გამოკვლევა  მიმწოდებლის  მიერ

350 000

სამივლინებო ხარჯები

  50 000.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე  და­წე­სე­ბულებები

პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულ­ებ­ებ­ია:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – საქართველოს შრომის, ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმარ­თვე­ლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო და­წე­სე­ბულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რე­გუ­ლი­რე­ბის სააგენტო;

ბ) მიმწოდებელი –  სამედიცინო  დაწესებულება, რომელ­თა­ნაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია ხელ­შეკრულება ამ პროგრამით გათვალისწინებული სა­ხელ­მწი­ფო შესყიდვების შესახებ.

    მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მე­ქანიზმები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით შეარჩევს მიმწოდებელს და დებს მასთან  სახელ­მწი­ფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას „სახელმწიფო შესყიდ­ვე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებისათვის საჭირო პრო­ცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2011  წლის 1 თე­ბერ­ვ­ლამ­დე.