საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

  • Word
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 171, 30/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016006
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
295
28/12/2010
სსმ, 171, 30/12/2010
480040000.22.030.016006
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2010 - 22/03/2011)

საქართველოს საგარეო საქმეა მინისტრის

ბრძანება №295

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) ,,ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ” (დანართი №1);

 ბ) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები” (დანართი №2);

გ) ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი” (დანართი №3);

 დ) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №4);

ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №5).

2. საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1.9 ლარი და 1 ევრო – 2,4 ლარი.

3. საანგარიშგებო პერიოდში №4 და №5 დანართით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 2425 ევროსა და 3395 აშშ დოლარის ოდენობით.

4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს (შემდგომში –მოსამსახურე) და მის ოჯახის წევრებს როტაციისას ერთჯერადად აუნაზღაურდებათ:

ა) მგზავრობის ღირებულება – ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთებზე იმ პერიოდისათვის არსებული დადგენილი ტარიფების მიხედვით (ერთი ან ორი მიმართულებით);

ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არა უმეტეს 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-სა, ხოლო ოჯახზე- არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200 %-ისა.

5. მოსამსახურეს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინების დროს მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მისი და მისი ოჯახის წევრების მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯების საკომპენსაციო თანხა, რომელიც შეესაბამება „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას.

6. მოსამსახურე, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინების დროს მგზავრობს სხვა სატრანსპორტო საშუალებით, ერთჯერადი გასაცემლის სახით აუნაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯები (მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯები) არა უმეტეს ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობა.

7. მოსამსახურეს როტაციისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს:

ა) ბინის დაქირავებამდე ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები);

ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მაკლერის და სხვა ხარჯები);

გ) პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა).

8. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარების სახით მიეცემათ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების სამოცმაგი ოდენობის თანხა.

9. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები არ გაიცემა იმავე ქალაქში განლაგებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში დანიშნულ მოსამსახურეებზე.

10. მოსამსახურის იმ სახელმწიფოში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნის შემთხვევაში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არა აქვს, მოსამსახურეს ეძლევა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტის მიხედვით.

11. მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს ყოველწლიურად კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება:

ა) მოსამსახურეს გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1);

ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს „ეკონომ” კლასის (ან შესაბამისი) სამგზავრო ბილეთების (ორივე მიმართულებით) ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების მიხედვით;

გ) მოსამსახურის (გარდა მოსამსახურისა, რომელსაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე პუნქტის ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

12. შვებულებიდან გამოძახების გამო შვებულების შეწყვეტის შემთხვევაში მოსამსახურის მიერ შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მოსამსახურეს.

13. მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თუ იგი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდეთ ,,ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ არა უმეტეს საქართველოში მგზავრობის ღირებულების ,,ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების ფარგლებში.

 14. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას მოსამსახურეს უნარჩუნდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა.

15. მოსამსახურის არყოფნის პერიოდში, მის ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

16. მოსამსახურეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, აუნაზღაურდება სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები.

17. ნება დაერთოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, მოსამსახურეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. საავანსო თანხის ხელმეორედ გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-19 პუნქტის შესაბამისად მოსამსახურის მიერ ავანსის დაბრუნების შემდეგ.

18. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ავანსის გარდა სხვა ავანსის გაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 19. ამ ბრძანების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხა დაბრუნებულ უნდა იქნს მიმდინარე წლის ბოლომდე არა უმეტეს ექვსი თვის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში (როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში საავანსო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ერთი თვის ანაზღაურების ოდენობას) შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 20. ამ ბრძანების მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ საავანსო თანხის ვადაში დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამსახურეს, ხოლო კონტროლის განხორციელების ვალდებულება – დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს.

21. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის რეზიდენციის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

22. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №267 ბრძანება.

23. ამ ბრძანებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

24. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

25. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

                                                                                                       . ვაშაძე

 

დანართი №1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ

    მუხლი 1

დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები:

ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;

ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;

გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;

დ) ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალური და სხვა ხარჯები;

ე) ბინის ინვენტარი;

ვ) სამედიცინო დაზღვევა;

ზ) განათლების ხარჯები;

თ) სატრანსპორტო ხარჯები;

ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;

კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.

    მუხლი 2

მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა;

ბ) დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტები:

ბ.ა) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი;

ბ.ბ) ბინის ქირის ხვედრითი წილი.

    მუხლი 3

1. მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით:

S = D + (– T + F)

 

სადაც:

D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი;

F – ბინის ქირის სუბსიდია;

 ბ) სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით:

D = (H x A x K ) x (100+C x Q )%

სადაც:

H არის საბაზისო თანხა;

A – თანამდებობრივი მაჩვენებელი პროცენტებში;

K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი;

C – ოჯახის წევრთა რაოდენობა;

Q –ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 7%).

 

გ) სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით:

T = D x E

სადაც:

D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში.

დ) ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება:

დ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის:

G = 0 = F

დ.ბ). იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ:

F = T

დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ:

დ.გ.ა) დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ F = T + (G - T) x 80%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T;

დ.გ.ბ) დიპლომატიური დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ F = T + (G - T) x 50%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T.

    მუხლი 4

1. საზღვარგარეთ საქართველოს ერთსა და იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში ოჯახის ორი ან მეტი წევრის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინების შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს მხოლოდ ის, რომელიც ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული თანამდებობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ბინის დაქირავება უნდა განახორციელოს, მათ შორის, ერთ-ერთმა.

2. მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობის ან მისი ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემდეგ გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგარიშება განხორციელდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის თარიღის გათვალისწინებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურე ვალდებულია სამი დღის ვადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წარმოადგინოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობისა ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.

 

დანართი №2

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები

 

თანამდებობის დასახელება

მაჩვენებელი პროცენტებში

1

2

3

1

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგნიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი

100

2

საქართველოს გენერალური კონსული

80

3

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე

75

4

უფროსი მრჩეველი, კონსული

70

5

მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი

65

6

ვიცე-კონსული, პირველი მდივანი

60

7

მეორე მდივანი

55

8

მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი

50

9

მძღოლი

40

 

დანართი №3

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი

ადგილსამყოფელის ქვეყნის/ქალაქის ჩამონათვალი

ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი

ბინა

1

 ავსტრიის რესპუბლიკა

1.760

21

2

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

1.281

24

3

აშშ ქ. ვაშინგტონი

1.637

28

4

აშშ ქ. ნიუ-იორკი

1.882

32

5

ბელარუსის რესპუბლიკა

1.320

21

6

ბელგიის სამეფო

1.750

18

7

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

1.494

23

8

ბულგარეთის რესპუბლიკა

1.365

14

9

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

1.793

28

10

დანიის სამეფო

1.903

26

11

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო

1.982

30

12

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა

1.268

21

13

ესპანეთის სამეფო

1.710

23

14

ესტონეთის რესპუბლიკა

1.473

20

15

თურქეთის რესპუბლიკა

1.573

21

16

თურქმენეთის რესპუბლიკა

1.327

11

17

იაპონია

2.260

29

18

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო

1.263

17

19

ირანის ისლამური რესპუბლიკა

1.472

24

20

ისრაელის სახელმწიფო

1.563

21

21

იტალიის რესპუბლიკა

1.791

22

22

ინდოეთის რესპუბლიკა

1.320

24

23

ირლანდიის რესპუბლიკა

1.675

27

24

კვიპროსის რესპუბლიკა

1.575

20

25

ლატვიის რესპუბლიკა

1.570

21

26

ლიტვის რესპუბლიკა

1.514

19

27

მექსიკის შეერთებული შტატები

1.376

23

28

ნიდერლანდების სამეფო

1.711

25

29

პოლონეთის რესპუბლიკა

1.594

21

30

პორტუგალიის რესპუბლიკა

1.501

22

31

რუსეთის ფედერაცია

1.761

27

32

რუმინეთი

1.493

21

33

საბერძნეთის რესპუბლიკა

1.634

17

34

საფრანგეთის რესპუბლიკა

1.799

23

35

სლოვაკეთის რესპუბლიკა

1.636

20

36

სომხეთის რესპუბლიკა

1.144

18

37

სამხრეთ კორეის რესპუბლიკა

1.402

21

38

სლოვენიის რესპუბლიკა

1.378

23

39

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

1.236

17

40

უზბეკეთის რესპუბლიკა

1.121

21

41

უკრაინა

1.227

28

42

უნგრეთის რესპუბლიკა

1.567

24

43

ქუვეითის სახელმწიფო

1.423

23

44

ყაზახეთის რესპუბლიკა

1.285

21

45

შვედეთის სამეფო

1.735

24

46

შვეიცარიის კონფედერაცია

1.849

23

47

ჩეხეთის რესპუბლიკა

1.696

23

48

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

1.588

23

49

ხორვატიის რესპუბლიკა

1.589

22

დანართი №4

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი

1

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

2

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

3

საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში

4

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

5

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში

6

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

7

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

8

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან

9

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

10

საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში

11

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

12

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.სატამბოლში

13

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ტრაპიზონში

14

საქართველოს საელჩო ირანის ისლამური რესპუბლიკაში

15

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

16

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში

17

საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში

18

საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში

19

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან

20

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში

21

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

22

საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში

23

საქართველოს საელჩო რუმინეთში

24

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

25

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

26

საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში

27

საქართველოს საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში

28

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.სალონიკში

29

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში

30

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

31

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში

32

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში)

დანართი №5

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი

1

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2

საქართველოს საელჩო აშშ-ში

3

საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში

4

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

5

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკაში

6

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

7

საქართველოს საელჩო თურქმენეთის რესპუბლიკაში

8

საქართველოს საელჩო იაპონიაში

9

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

10

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

11

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

12

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

13

საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში

14

საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში

15

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

16

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში

17

საქართველოს საელჩო უკრაინაში

18

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში

19

საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში

20

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ნიუ–იორკში

21

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ოდესაში

22

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.დონეცკში

23

საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში

24

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში