დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 27/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 30/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.35.160.016026 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2010 - 08/01/2011)
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №46
2010 წლის 27 დეკემბერი
ქ. რუსთავი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
განისაზღვროს (დანართის შესაბამისად) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშა ობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურების ოდენობა, ხოლო საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის – ანაზღაურების ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების დანართში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა) საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), ყოველი თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა, საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა, წინა თვეში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის დღემდე;
ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მუხლი 3
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ ყოველთვიურად , საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, უზრუნველყოს დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ანაზღაურების დარიცხვა.
მუხლი 4
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2011 წლის იანვრის თვეში წარსადგენი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს 2011 წლის 1 იანვრიდან შესრულებული დავალებების თაობაზე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . გურგენიძე
დანართი
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა
| № | თანამდებობის დასახელება | ანაზღაურების ოდენობა (ლარი) | ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) | |
| საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის | ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის | საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის | ||
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 500 | 1000 | 350 |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 500 | 1000 | 350 |
| 3 | კომისიის თავმჯდომარე | 250 | 250 | 125 |
| 4 | ფრაქციის თავმჯდომარე | 250 | 250 | 125 |
| 5 | საკრებულოს წევრი | 125 | 125 | 125 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები