დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016218 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/08/2014 - 19/12/2014)
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41–ე მუხლის მე-3 პუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს (დანართის შესაბამისად) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურების ოდენობა, ხოლო საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის – ანაზღაურების ზღვრული ოდენობა. |
| მუხლი 2 |
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების დანართში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა) საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), ყოველი თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა, საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა, წინა თვეში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის დღემდე; ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს განკარგულების პროექტი. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №46 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან
დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა |
| |||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები