იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 10/04/2002
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.05.002.002.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
163
09/04/2002
სსმ, 33, 10/04/2002
190.020.060.05.002.002.
იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/04/2002 - 09/02/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №163

2002 წლის 9 აპრილი

ქ. თბილისი

იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის  განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის  განხორციელებისას წამოჭრილი პრობლემების გადაჭრისა და პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ. კირვალიძე):

ა) ორ კვირაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს პროგრამა 2 KR-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო გრანტის გამოყენების ახალი წესი, რომელშიც გაითვალისწინებს სპეციალისტების მიერ 4 წლის განმავ­ლობაში რეალურად შესაძლებელი გადასახდელი თანხის დაგროვების მექანიზმს;

ბ) იაპონიის მხარესთან შეთანხმებით ორ თვეში შეიმუშაოს და დაამ­ტკიცოს საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გამოყენების წესი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) განი­ხილოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიღებიდან მეოთხე წელს დარჩენილი თანხების შევსების შესაძლებლობა იმ დროისათვის ქვეყნის ბიუჯეტში არსებული შემოსავლების გათვალისწინებით.

3. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა უცხოური ინვესტიციების (საინ­ვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნომ.

4. ამ ბრძანებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალა­დაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის 134 ბრძანებუ­ლების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივლისის 419 ბრძანებულების მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები.

ე. შევარდნაძე