დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,იაპონიის პროგრამა 2Kღ გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 09/02/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 13/02/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/1899 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.060.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №38
2003 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„იაპონიის პროგრამა 2KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„იაპონიის პროგრამა 2KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის N 163 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იაპონიის მხარესთან შეთანხმებული პრიორიტეტების შესაბამისად დაამტკიცოს საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების დაბრუნების პირობით განაწილების წესი“.
2. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 და 12 პუნქტები:
„11. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გაცემული თანხები დაბრუნების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში და მიიმართოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიზნობრივი პროექტების გასახორციელებლად.
12. იაპონიის პროგრამა 2KR გრანტის მონიტორინგის განხორციელებისათვის საპარტნიორო ფონდში არსებული თანხებიდან ყოველწლიურად 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი გამოყენებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მართვის ჯგუფის მიერ“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები