ქურთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ქურთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 24/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.146.000404
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
15
11/08/2010
სსმ, 15, 24/08/2010
010260020.35.146.000404
ქურთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქურთას მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/08/2010 - 04/11/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.146.000.404

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2010 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

ქურთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 18 თებერვლის №8 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ნებიერაძე

დანართი №1

ქურთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ქურთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური

1. ქურთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სახანძრო განყოფილება;

ბ) სამაშველო განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით:

ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას;

ბ) მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიის ხანძრის ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახნძრო-ტაქტიკურ სწავლებაში;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის ობიექტების ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზებას და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებას და მომსახურეობის გაწევას სახნძრო უსაფრთხოების სფეროში;

დ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას;

ე) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვას სათანადო ძალების საშუალებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს;

ვ) საგანგებო სიტუაციების დროს აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამსახურის სახანძრო განყოფილების ფუნქციები

სამსახურის სახანძრო განყოფილება დადგენილი წესით:

ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას;

ბ) მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიის ხანძრის ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახნძრო-ტაქტიკურ სწავლებაში;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის ობიექტების ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზებას და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებას და მომსახურეობის გაწევას სახნძრო უსაფრთხოების სფეროში;

დ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას;

ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 5. სამსახურის სამაშველო განყოფილების ფუნქციები

სამსახურის სამაშველო განყოფილება დადგენილი წესით:

ა) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვას სათანადო ძალების საშუალებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს;

ბ) საგანგებო სიტუაციების დროს აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ;

გ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.