ქურთის მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქურთის მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.146.016042
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
04/11/2013
ვებგვერდი, 08/11/2013
010260020.35.146.016042
ქურთის მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქურთას მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/11/2013 - 11/11/2013)

 

                    ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2013 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ქურთის მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1
დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №15 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე



დანართი

მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება


მუხლი 1. მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალური სამსახური, რომელიც მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამეურნეო განყოფილება;

ბ) ტექნიკური განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას;

ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;

დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას;

ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

ვ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. სამეურნეო განყოფილების ფუნქციები
სამეურნეო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

ბ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას;

გ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას.


მუხლი 5. ტექნიკური განყოფილების ფუნქციები
სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას;

ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;

გ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას.