დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3968-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 24/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016101 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-200 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მიწა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწები.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:
„41. ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები – მიწები ტყეებით ან მათ გარეშე, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის დამხმარე საქმიანობაში.“.
2. 204-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, 20 ლარიდან 50 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 50 პროცენტს.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 10 დეკემბერი.
№3968-IIს
დოკუმენტის კომენტარები