დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 18/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.128.000294 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/08/2010 - 06/09/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.35.128.000.294
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №18
2010 წლის 2 აგვისტო
დ. ხარაგაული
ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჭიროა შემოღებულ იქნეს ადგილობრივი მოსაკრებლები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემოღებული იქნეს ადგილობრივი მოსაკრებლები.
1. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის
ა) დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ბ) მოსაკრებლის ოდენობა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 1 ლარის ოდენობით;
გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 3 ლარის ოდენობით.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
ა) მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან და იურიდიული პირები, ორგანიზაცია დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს;
ბ) მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური პირისათვის განისაზღვრება 0.5 ლარის ოდენობით;
გ) იურიდიული პირისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე – 15 ლარის ოდენობით.
დ) დაბა ხარაგაულში და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე-ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ დასაჯდომ ადგილზე თვეში განისაზღვროს 0.5 ლარის ოდენობით;
ე) საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გზის თბილისი, სენაკი, ლესელიძის (უბისა – რიკოთის 143-173 კმ გზის) მონაკვეთზე განთავსებულ კაფე-ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 50 ლარით.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით) აზარტული, აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები) და სხვა სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირები. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:
ბ) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 600 ლარი;
დ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 ლარი;
ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;
ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 12 000 ლარი;
ზ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 12%-ისა.
4. სატენდერო მოსაკრებელი (ძალაშია 2010 წლის 1 სექტემბრამდე):
ა) გადამხდელია ის პრეტედენტი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის იღებს სატენდერო დოკუმენტებს;
ბ) ტენდერის ჩატარების შემთხვევაში დაწესდეს მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №19 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები