დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 17/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.128.016025 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2010 წლის 1 ნოემბერი
დ. ხარაგაული
„ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №18 დადგენილებაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №18 დადგენილებაში.
1. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დაბა ხარაგაულში და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ დასაჯდომ ადგილზე თვეში განისაზღვროს 0.5 ლარის ოდენობით არა უმეტეს 25 ლარისა“ 1 მ3 ნარჩენზე“;
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარის ოდენობით“;
„დ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3750 ლარის ოდენობით“.
მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები