დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის" შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/04/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 25/04/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/04/2001 - 21/02/2002)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №149
2001 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნის შესახებ
საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციის მსოფლიო ბანკის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 მაისის №203 ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციის მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელ ცენტრს, არ გააჩნია ფინანსური საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელების უფლება, რაც შეუძლებელს ხდის მისი მიზნის მიღწევას და საკრედიტო რესურსების ეფექტიან გამოყენებას, რის გამოც წარმოიშვა დასახელებული ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აუცილებლობა.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სხვა პროექტებიც, კერძოდ, „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი“ და „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კვლევის, დანერგვა-კონსულტირებისა და სწავლების პროექტი“, რომელთა განმახორციელებელ ერთეულებს არ გააჩნიათ იურიდიული სტატუსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული პროექტების მართვის სრულყოფის მიზნით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ.კირვალიძე) და ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი), მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების მომზადებისა და განხორციელებისათვის ერთობლივი ბრძანებით დააფუძნონ ერთიანი სტრუქტურა – „მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი), როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცონ აღნიშნული ცენტრის დებულება და საშტატო განრიგი.
2. ცენტრი იქმნება საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 მაისის №203 ბრძანებულების შესაბამისად ჩამოყალიბებული „საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციის მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის“ და საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის 1996 წლის საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 7 თებერვლის №24 ბრძანებით დაფუძნებული „მსოფლიო ბანკის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის მოსამზადებელი ჯგუფის“ ბაზაზე და წარმოადგენს მათ სამართალმემკვიდრეს.
3. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელონ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები განისაზღვროს ცენტრის დებულებით.
4. ცენტრის დებულებაში განისაზღვროს ცენტრის მრჩეველთა საბჭოს შექმნა. ცენტრის მრჩეველთა საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვროს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით.
5. ცენტრის თანამშრომელთა შერჩევა განხორციელდეს კონკურსის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, იმ პროცედურებით, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებულ სახელმძღვანელო პრინციპებთან.
6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა დ.კირვალიძემ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზ.ნოღაიდელმა საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინონ ცენტრის დირექტორის კანდიდატურა. ცენტრის დირექტორის კანდიდატურა განხილულ იქნეს საინვესტიციო საბჭოს უახლოეს სხდომაზე.
7. ამ ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციის მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 მაისის №203 ბრძანებულება და „მსოფლიო ბანკის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის მოსამზადებელი ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 7 თებერვლის №24 ბრძანება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები