საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 030211, 03/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016147
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
48
01/02/2011
ვებგვერდი, 030211, 03/02/2011
040030000.08.002.016147
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/02/2011 - 24/03/2011)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №48

2011 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი“ (შემდეგში – ცენტრი).

2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში 2011 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ ცენტრის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის 149 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი ივლისიდან.

მ. სააკაშვილი