დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| არასამეწარმეო იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი"-ს ფილიალების აღსაზრდელთა კვების საფასურის განსაზღვრისა და მათი ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 050111, 05/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.35.152.016024 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (05/01/2011 - 31/01/2011)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2010 წლის 22 დეკემბერი
ქ. დუშეთი
არასამეწარმეო იურიდიული პირის, „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” ფილიალების აღსაზრდელთა კვების საფასურის განსაზღვრისა და მათი ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. არასამეწარმეო იურიდიული პირის, „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” ფილიალების აღსაზრდელთა კვების საფასური განისაზღვროს, დღეში ერთ ბავშვზე 1,5 ლარის ოდენობით.
2. სკოლამდელი აღზრდის ცენტრის აღსაზრდელთა დაფინანსება ნაწილობრივ, კერძოდ 50%-ით მოხდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ხოლო 50%-ით მშობელთა შენატანებით.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა (გენერალური დირექტორი – მ. ოთარაშვილი) უზრუნველყოს ბავშვთა კონტინგენტის ყოველდღიური ოდენობის მიხედვით დაწესებული კვების საფასურის გადახდევინება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს არასამეწარმეო იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” ფილიალების აღსაზრდელთა ნაწილობრივი დაფინანსებისა და ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, I, II, ჯგუფის ინვალიდების და სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვებისათვის დაწესებული კვების საფასურიდან გათავისუფლების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 მაისის №51 და არასამეწარმეო იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” ფილიალებში აღსაზრდელთა კვებისათვის გადასახადის დაწესების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 მაისის №50 დადგენილებები.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. წყარუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები