არასამეწარმეო იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი"-ს ფილიალების აღსაზრდელთა კვების საფასურის განსაზღვრისა და მათი ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ

  • Word
არასამეწარმეო იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი"-ს ფილიალების აღსაზრდელთა კვების საფასურის განსაზღვრისა და მათი ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 050111, 05/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 200250000.35.152.016024
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
59
22/12/2010
ვებგვერდი, 050111, 05/01/2011
200250000.35.152.016024
არასამეწარმეო იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი"-ს ფილიალების აღსაზრდელთა კვების საფასურის განსაზღვრისა და მათი ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2011 - 31/01/2011)

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №59

2010 წლის 22 დეკემბერი

ქ. დუშეთი

არასამეწარმეო იურიდიული პირის, „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის”  ფილიალების აღსაზრდელთა კვების საფასურის განსაზღვრისა და მათი ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. არასამეწარმეო იურიდიული პირის, „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის”  ფილიალების აღსაზრდელთა კვების საფასური განისაზღვროს, დღეში ერთ ბავშვზე 1,5 ლარის ოდენობით.

2. სკოლამდელი აღზრდის ცენტრის აღსაზრდელთა დაფინანსება ნაწილობრივ, კერძოდ 50%-ით მოხდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ხოლო 50%-ით მშობელთა შენატანებით.

 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა (გენერალური დირექტორი – მ. ოთარაშვილი) უზრუნველყოს ბავშვთა კონტინგენტის ყოველდღიური ოდენობის მიხედვით დაწესებული კვების საფასურის გადახდევინება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს არასამეწარმეო იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” ფილიალების აღსაზრდელთა ნაწილობრივი დაფინანსებისა და ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, I, II, ჯგუფის ინვალიდების და სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვებისათვის დაწესებული კვების საფასურიდან გათავისუფლების შესახებ”  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2007 წლის 31 მაისის  №51 და არასამეწარმეო იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” ფილიალებში აღსაზრდელთა კვებისათვის გადასახადის დაწესების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2007 წლის 31 მაისის  №50   დადგენილებები.

5. ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ზ.  წყარუაშვილი