ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 18/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.000321
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
18
04/08/2010
სსმ, 13, 18/08/2010
010260020.35.113.000321
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/08/2010 - 06/10/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.113.000.321

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2010 წლის 4 აგვისტო

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა

1. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის დებულება (დებულება თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მაისის №48 დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა.მამეშვილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულება

    მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახური

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახური (შემდგომში სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, იგი შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გამგებლის და საკრებულოს წინაშე. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

3. სამსახურში დასაქმებულ მუშაკთა დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სტრუქტურის საფუძველზე.

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები

1. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგის ჩატარების მიზნით შესაბამისი ინფორმაციების მოპოვების, დამუშავების და ანალიზის ხელმძღვანელობა.

2. მუნიციპალური სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებისა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია.

3. შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის შემუშავებისა და მათი განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა.

4. სოციალურ სფეროში სხვადასხვა სოციალური ფენების ინტერესთა ანალიზი, საზოგადოებრივ ინიციატივათა შესწავლის და მათი ხელშეწყობის, სხვადასხვა სოციალური ფონდების ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ორგანიზება.

5. საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება

    მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1. ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და მისი განხორციელების ორგანიზება, რისთვისაც გაანალიზდეს სოციალურ სფეროში მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების და ფენების ინტერესები, ხელი შეუწყონ მათ თანამშრომლობას და საზოგადოებრივ ინიციატივას სხვადასხვა სოციალური ფონდების ჩამოყალიბებაში.

2. სოციალური მონიტორინგის წარმოება, რისთვისაც უნდა მოიპოვონ, დაამუშაონ და გაანალიზონ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აღრიცხონ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და გააკონტროლონ სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობა.

3. სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა შემუშავება. სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და შემდგომი განვითარების პროგრამის შემუშავება. ცალკეული პროექტების კოორდინაცია და მათ შესრულებაზე კონტროლი.

4. სამთავრობო და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელების კოორდინაცია.

5. შრომის ბაზრის ანალიზზე მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დასაქმების სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია, საზოგადოებრივ სამუშაოთა აღრიცხვა და უმუშევართა დასაქმებისათვის ხელშეწყობა.

6. საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებში დადგენილი წესით შრომის დაცვის, უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების სტანდარტებისა და წესების დაცვისადმი მეთვალყურეობის, სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელება, ინფორმაციების მომზადება და ხელმძღვანელობისადმი მიწოდება. მასობრივი ინფორმაციის საშუელბით მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება. მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

თავი II

სამსახურის სტრუქტურა

    მუხლი 4. სამსახურის შემადგენლობა

1. სამსახურის შემადგენლობა:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი – საზოგადოებრივ ჯანდაცვის საკითხებში;

გ) მთავარი სპეციალისტი – მთ. სპეციალისტი შრომის, სოციალურ დევნილთა და იძულებით გადააადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში;

დ) მთავარი სპეციალისტი-სოციალურ საკითხებში;

ე) მთავარი სპეციალისტი-ვეტერანთა მომსახურების საკითხებში.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართვას სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახურის უფროსი

ა) სამსახურის უფროსად ინიშნება პიროვნება, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება.

ბ) აწესრიგებს სამსახურის სფეროსთვის განკუთვნილ საკითხებს.

გ) ადგენს წლიურ გეგმებს და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე.

დ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.

ე) სამსახურის საერთო საქმიანობაზე პასუხს აგებს სამსახურის უფროსი.

    მუხლი 5. სამსახურის უფლებამოსილება  

1. დაიცავს საქართველოს კანონმდებლობით და სახელმწიფო პროგრამებით დამტკიცებული ნორმები და სტანდარტები.

2. წარმართოს თავისი საქმიანობა მასმედიის საშუალებებთან მჭიდრო კავშირში, მონაწილეობა მიიღოს სხვა სამსახურებთან ერთად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შედგენაში.

3. იზრუნოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ეძებოს გზები არსებულ სიძნელეთა დაძლევისათვის.

4. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე მეთვალყურეობის განხორციელება.

5. მუნიციპალიტეტში არსებულ წარმოება-დაწესებულებებიდან სათანადო ინფორმაციების მოპოვება.

6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს საკითხები ცალკეული დარგების მიხედვით :

7. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

ა) სამედიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებების მუშაობის საერთო კოორდინაცია.

ბ) სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებაში ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

გ) მოსახლეობის დემოგრაფიული სიტუაციის დამუშავება.

დ) სამედიცინო დაზღვევის ახალი ფორმების დანერგვისთვის ხელშეწყობა.

8. სოციალურ სამსახურებთან ურთიერთობა

ა) სიღატაკესთან ბრძოლის წინააღმდეგ ქმედითი წინადადებების შემუშავება.

ბ) ჰუმანიტარული დახმარებებისა და სახელმწიფო შემწეობების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით.

გ) სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარების ღონისძიებების განხორციელება.

დ) მოსახლეობის უკიდურესად შეჭირვებული ნაწილის სამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა.

ე) საპენსიო თანხების ჩამორიცხვა-განაწილების კანონიერების დაცვაზე ყურადღება-ზედამხედველობა.

ვ) ინვალიდთა სააღრიცხვო სისტემის შექმნა.

ზ) მრავალშვილიანი ოჯახების სააღრიცხვო სისტემის შექმნა.

თ) ობოლ და უპატრონო ბავშთა სააღრიცხვო სისტემის შექმნა.

ი) წითელი ჯვრის საზოგადოებასთან სამსახურებრივი ურთიერთობები.

9. ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში

ა) ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობებისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ბ) ჰუმანიტარული დახმარებებისა და სახელმწიფო შემწეობების გაცემაში სამართლიანობისა და წესრიგის დაცვაზე ზრუნვა.

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება.

დ) ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მიღებული ღონისძიებებისა და მითითებების შესაბამისად მუშაობის წარმართვა.

10. ვეტერანთა საკითხებში:

ა) ვეტერანთა მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა;

ბ) ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება;

11. წითელი ჯვარი და პროფკავშირული ორგანიზაციები

ა) წითელი ჯვრის საერთაშორი ორგანიზაციის რაიონული განყოფილებისა და პროფკავშირული ორგანიზაციების ღონისძიებებისათვის მხარდაჭერა.

ბ) წითელი ჯვრის რაიონული ორგანიზაციის და პროფკავშირული ორგანიზაციების საქმიანობასთან მოსახლეობის მჭიდრო დაკავშირებისათვის სათანადო ღონისძიებების ჩატარება.

გ) ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნების განხორციელებაზე ზრუნვა.

    მუხლი 6. სამსახურს უფლება აქვს

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია.

2. შეამოწმოს საკურატორო დარგებში კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვა, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.

    მუხლი 7. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.