დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 22/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016012 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2010 წლის 6 ოქტომბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ № 18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №18 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე’’.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები