თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №272 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 03/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 20/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.123.000757
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
46
03/09/2010
სსმ, 27, 20/09/2010
010250000.35.123.000757
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №272 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/09/2010 - 09/01/2015)

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება 4 6

2010 წლი 3 სექტემბერი

. ქუთაისი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №272 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების  შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს :

    მუხლი 1

განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე-შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 7%;

2. სხვა უძრავ ნივთებზე-ნივთის საბაზრო ღირებულების 7%;

3. მოძრავ ნივთებზე-ნივთის საბაზრო ღირებულების 7%.

    მუხლი 2

ცნობად იქნეს მიღებული, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასსა და ტერიტორიული ზონების საზღვრებს განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის საკრებულო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3

ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 4

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს 2007 წლის 26 დეკემბრის №127 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №272 დადგენილებ ა.

    მუხლი 5

დადგენილება ძალაში შევიდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი