დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №272 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 03/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 20/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.123.000757 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/09/2010 - 09/01/2015)
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება № 4 6
2010 წლი ს 3 სექტემბერი
ქ . ქუთაისი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №272 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს :
მუხლი 1
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე-შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 7%;
2. სხვა უძრავ ნივთებზე-ნივთის საბაზრო ღირებულების 7%;
3. მოძრავ ნივთებზე-ნივთის საბაზრო ღირებულების 7%.
მუხლი 2
ცნობად იქნეს მიღებული, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასსა და ტერიტორიული ზონების საზღვრებს განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის საკრებულო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს 2007 წლის 26 დეკემბრის №127 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №272 დადგენილებ ა.
მუხლი 5
დადგენილება ძალაში შევიდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები