საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ"

  • Word
საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 23/01/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.240.050.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
15
18/01/2001
სსმ, 7, 23/01/2001
010.240.050.05.002.001.
საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ"
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/01/2001 - 08/04/2001)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №15

2001 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

ქვეყნის სამრეწველო ობიექტებში ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამ (ა. ბეჟანიშვილი):

ა) მოამზადოს ინსპექციის დებულებასა და „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები 2001 წლის II კვარტალში;

ბ) მოამზადოს  „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასა­ლების შესახებ“ კანონპროექტი  2001 წლის II კვარტალში;

გ) წიაღით სარგებლობისას  ერთიანი საზედამხედველო პოლი­ტიკის განსახორციელებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად მოამზადოს „წიაღის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები 2001 წლის IV კვარტალში.

2. საზედამხედველო საწარმოთა მიმართ გამოყენებული  საჯარიმო სანქციებიდან მიღებული თანხის 50 პროცენტი ჩაირიცხოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 50 პროცენტი – სახელმწიფო ინსპექციის ბიუჯეტგარეშე შემოსავლების სახაზინო ანგარიშზე თანამშრომელთა სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი) ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან ერთად 2001 წლის II კვარტალში მოამზადოს ცვლილებები საჯარიმო სანქციის თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საშიშ საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევის, მომხდარი უბედური შემთხვევის, ავარიის დამალვის ან გვიან შეტყობინებისა და ობიექტის გასაჩერებლად დადებული დამღის უნებართვოდ ახსნის საკითხთან დაკავშირებით.

4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) საწარმოთა პრივატიზაციასთან დაკავშირებული ხელ­შეკრულების შედგენისას გაითვალისწინოს სამრეწველო უსაფრთხოების  საკითხები საქტექზედამხედველობის ინსპექციასთან შეთანხმებით.

5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. მირცხუ­ლავა) არ დაუშვას ელექტროენერგიის გაუფრთხილებელი გამორთვა ისეთ განსაკუთრებით საშიშ საწარმოებში, როგორიცაა სამთო, ქიმიური და მეტალურგიული საწარმოები.

6. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ (ა. გოცირიძე):

ა) განახორციელოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების გაზის მომწოდებელ მარეგულირებელ სადგურებში ოდირიზების ავტომატური დოზატორების დანერგვის სამუშაოები;

ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის იდორიზაცია შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით.

7. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში შემავალმა გაზის საწარმოების ხელმძღვანელებმა:

ა) შეადგინონ გაზის მეურნეობის აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროგრამა და შეასრულონ პირველი რიგის სამუშაოები;

ბ) დაუწესონ სისტემატური კონტროლი მიღებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის ხარისხს;

გ) სამოსახლო და სააგარაკო მიწის ნაკვეთების გამოყოფისას მკაცრად დაიცვან სამშენებლო ნორმებითა და წესებით დადგენილი მინიმალური მანძილები მაგისტრალური გაზსადენებიდან;

დ) არ დაუშვან ავტოცისტერნებით ქუჩაში თხევადი გაზის რეალიზაცია.

ე. შევარდნაძე