„საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №15 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 13/04/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
126
08/04/2001
სსმ, 35, 13/04/2001
000000000.00.000.000000
„საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №15 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №126

2001 წლის 8 აპრილის

ქ. თბილისი

„საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №15 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ტექნიკური ზედამხედ­ველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №15 ბრძანებულებაში და მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა:

ა) განახორციელონ საჭირო ღონისძიებები ავტოცისტერნებიდან თხევადი გაზის მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში რეალიზაციისათვის;

ბ) სამოსახლო და სააგარაკო მიწის ნაკვეთების გამოყოფისას მკაცრად დაიცვან სამშენებლო ნორმებითა და წესებით დადგენილი მინიმალური მანძილები მაგისტრალური გაზსადენებიდან;

გ) ავარიებით გამოწვეული მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით სათანადო ყურადღება დაუთმონ მიღებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის ხარისხს.“.

ე. შევარდნაძე