დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/01/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 16/01/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/01/2001 - 01/07/2001)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №5
2001 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ
მკაცრი ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:
1. ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების მიერ 2000-2001 წლებში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოეყოთ 1 მილიონ 300 ათასი ლარი, მათ შორის, დუშეთის რაიონს – 300 ათასი ლარი, ყაზბეგის რაიონს – 1 მილიონი ლარი.
2. ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების მოსახლეობისათვის მოხმარებული აირის ღირებულებიდან მომხმარებელთა მიერ გადახდილ იქნეს ღირებულების 10 პროცენტი, ხოლო სახელმწიფოს მიერ 90 პროცენტი.
3. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა კობა ბუჩუკურმა.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები