დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 იანვრის №5 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 69, 02/07/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №257
2001 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 იანვრის №5 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 იანვრის №5 ბრძანებულების დასახელებაში სიტყვების „გადახდის ღონისძიებათა“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „აგრეთვე განათლების სფეროში დასაქმებულთა ხელფასების დასაფინანსებლად დუშეთის რაიონისათვის ფინანსური დახმარების გაწევის“, შემდეგ როგორც ტექსტშია.
2. ამავე ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოეყოს:
ა) ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების მიერ 2000-2001 წლებში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად ყაზბეგის რაიონს 1 მლნ ლარი, ხოლო დუშეთის რაიონს – 223.6 ათასი ლარი;
ბ) განათლების სფეროში დასაქმებულთა ხელფასების დასაფინანსებლად დუშეთის რაიონს – 76.4 ათასი ლარი.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები