დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 22/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.161.000003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/07/2010 - 16/02/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.161.000.003
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2010 წლის 19 ივლისი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის №476 ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ დანართი №4-ის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 10 იანვრის №1 დადგენილება – გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
დანართი №1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოები (ლარობით) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 6 | საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 7 | გამგეობის აპარატის უფროსი | 700 |
| 8 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 9 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 10 | გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 450 |
| 11 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 12 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი: მთავარი სპეციალისტი წამყვანი სპეციალისტი უფროსი სპეციალისტი სპეციალისტი |
420 400 380 360 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები