გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

  • Word
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.161.016084
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
12
16/02/2012
ვებგვერდი, 20/02/2012
190040000.35.161.016084
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/02/2012 - 27/07/2017)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 12

2012 წლის 16 თებერვალი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის  მეთორმეტე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

    მუხლი 1

დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები №1 დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №30 დადგენილება – გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან  3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                       გ. ფეიქრიშვილი

 

დანართი №1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობათა დასახელება

 

თანამდებობრივი სარგოები (ლარობით)

 

1

საკრებულოს თავმჯდომარე    

2360

2   

გამგებელი

2360

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე      

1100

4

გამგებლის მოადგილე

900

5

სამსახურის უფროსი     

700

6

საკრებულოს აპარატის უფროსი

700

7

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

700

 

8

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

9

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

10

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

450

11

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი:

მთავარი სპეციალისტი

წამყვანი სპეციალისტი

უფროსი სპეციალისტი

სპეციალისტი     

 

420

400

380

360