საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 523
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 19/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
523
12/12/2000
სსმ, 118, 19/12/2000
190.040.000.05.002.001.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/12/2000 - 18/01/2001)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №523

2000 წლის 12 დკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე სტრუქტურულ გარდაქმნათა პროგრამის შესრულების ღონისძიებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაცია, საქმიანობის შემდგომი სრულყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციათა მომსახურე სუბიექტების მიმართ არსებულ დავალიანებათა შემცირება, მათი შემდგომი ზრდის თავიდან აცილებ. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ივლისის №725 განკარგულების მიხედვით ხაზინას კანონმდებლობით უნდა მიეცეს დარგობრივი სამინისტროების მიერ 5000 ლარზე მეტი თანხის შესახებ დადებული კონტრაქტების შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებათა აღრიცხვისა და კონტროლის საშუალება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) შეისწავლოს საბიუჯეტო ორგანიზაციათა მომსახურე სუბიექტების მიმართ არსებული ვალდებულებები და შეადგინოს მათი დაფარვის გრაფიკი.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მომსახურე სუბიექტებთან თანხის მინიმალური ოდენობის ზემოთ გაფორმებული ხელშეკრულებები  გაატარონ რეგისტრაციაში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ დადებული ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ვალდებულების დაფარვის ვადისათვის ორგანიზაციის შესაბამისი ხარჯვითი მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელს.

4. დარგობრივი სამინისტროების მიერ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე (5,0 ათასი ლარი) ზემოთ დადებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაცია ხაზინაში სავალდებულოა მხოლოდ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შემდეგი მუხლებისათვის:

ა) სხვა საქონელი და მომსახურება (კომუნალურის გარდა);

ბ) სუბსიდიები;

გ) კაპიტალური ხარჯები.

5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებსა და მომსახურე სუბიექტებს შორის გაფორმებული და ხაზინაში რეგისტრირებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) მიხედვით სახაზინო სამსახური ადგენს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკს შემოსავლების ყოველთვიური საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით.

6. სახაზინო სამსახურს უფლება აქვს გადაავადოს ან უარი განაცხადოს ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციაზე, თუ განაღდების მომენტისათვის საპროგნოზო მაჩვენებლები არ იძლევა მისი დაფარვის საშუალებას.

7. ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციის წესი განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის სპეციალური ბრძანებით.

8. 2000 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. თბილისის №1 საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების, №2 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, №3 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და №5 განათლებისა და მეცნიერების დარგების მომსახურე ხაზინები.

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურაში ჩამოყალიბდეს საოპერაციო და საანგარიშსწორებო ცენტრი, რომელიც მომსახურებას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ უწყებებსა და დაწესებულებებს.

10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე მუდმივი რეზერვის სახით იყოს სულ ცოტა 0,5 მლნ ლარი, რომლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

ე. შევარდნაძე