„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 23/01/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
16
18/01/2001
სსმ, 7, 23/01/2001
000000000.00.000.000000
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №16

2001 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,  „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელ­მწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების პრეამბულაში სიტყვები „სახელმწიფო ბიუჯეტის“ შეიცვალოს სიტყვებით „ცენტრალური ბიუჯეტის“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგა­ნიზა­ციებმა მომსახურე სუბიექტებთან ცენტრალური ბიუჯეტით გათვალის­წინებულ ასიგნებათა ფარგლებში თანხის მინიმალური ოდენობის (5000 ლარი) ზემოთ გაფორმებული ხელშეკრულებები გაატარონ რეგისტრაციაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამ­სახურში.“.

3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზა­ციების მიერ დადებული ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ვალდებულების შესრულების ვადისათვის ორგანიზაციისათვის საბიუჯეტო ხარჯების გეგმური განწერით ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებს.“.

4. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტი:

„დ) პროგრამული ხარჯები“.

5. მე-5 პუნქტში სიტყვა „სახელმწიფო“ შეიცვალოს სიტყვით „ცენტრალური“.

ე. შევარდნაძე