ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016018
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
43
20/12/2010
სსმ, 72, 31/12/2010
010260020.35.151.016018
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2010 - 24/02/2012)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა 43

2010 წლის 20 დეკემბერი

დ. სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               გ. მალანია

 

დანართი 1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახური

 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათ ავისუფლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი და რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და „საჯარო სამსახურის  შესახებ’’  საქათველოს კანონის შესაბამისად.   

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით:

1. ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას.

2. მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიის ხანძრის   ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახანძრო ტაქტიკურ სწავლებაში.  

3.  ხელშეკრულების  საფუძველზე  უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის  ობიექტების  ხანძრის თავიდან  აცილების  ორგანიზებას  და  ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებას და მომსახურების გაწევას სახანძრო   უსაფრთხოების სფეროში.

4. ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო   ზედამხედველობას.

5. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის     უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვას სათანადო ძალების  საშუალებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

6. საგანგებო სიტუაციების დროს აუცილებლობის შემთხვევაში იღებს   გადაწყვეტილებას მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

7. უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  სხვა ფუნქციების  განხორციელებას.