„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016088
  • Word
12
24/02/2012
ვებგვერდი, 29/02/2012
010260020.35.151.016088
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №12

2012 წლის 24 თებერვალი

დ. სტეფანწმინდა

   „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა  დ  გ  ე  ნ  ს:

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №43 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულებაში(სსმ 31.12.2010წ. №010260020.25.151.016018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი და რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.  

      უფროსის  არყოფნის  შემთხვევაში,  გამგებლის  დავალებით,   სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე“;

2. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულია.  

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    გ. მალანია