დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შპს ,,საქართველოს რადიოცენტრის" ბალანსზე რიცხული, საწესდებო კაპიტალში არსებული თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე №1 რადიოსადგურის ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 417 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/09/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 25/09/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.050.000.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/09/2000 - 31/03/2008)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №417
2000 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს რადიოცენტრის“ ბალანსზე რიცხული, საწესდებო კაპიტალში არშესული თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე №1 რადიოსადგურის ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. შპს „საქართველოს რადიოცენტრის“ ბალანსზე რიცხული, საწესდებო კაპიტალში არშესული თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე №1 რადიოსადგურის ქონება დაკავებულ მიწის ფართობთან ერთად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტური ეროვნული ვალუტით მიეყიდოს საქართველოს საპატრიარქოს ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების პირობით.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გეგეჭკორი) ბრძანებულების შესასრულებლად განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა შპს „საქართველოს რადიოცენტრის“ ბალანსზე რიცხული, საწესდებო კაპიტალში არშესული თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე №1 რადიოსადგურის ქონება დაკავებულ მიწის ფართობთან ერთად მიეყიდოს საქართველოს საპატრიარქოს.
3. ეთხოვოს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ვ. აბაშიძე) ხელი შეუწყოს საქართველოს საპატრიარქოს მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სიხშირეების განაწილების მოქმედი ბადისა და ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის გათვალისწინებით სიხშირეების დადგენილი წესით გამოყოფაში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები