დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს რადიოცენტრის“ ბალანსზე რიცხული, საწესდებო კაპიტალში არშესული თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე №1 რადიოსადგურის ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 სექტემბრის №417 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 172 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 03/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.050.000.08.002.004. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №172
2008 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს რადიოცენტრის“ ბალანსზე რიცხული, საწესდებო კაპიტალში არშესული თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე №1 რადიოსადგურის ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 სექტემბრის №417 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს რადიოცენტრის“ ბალანსზე რიცხული, საწესდებო კაპიტალში არშესული თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე №1 რადიოსადგურის ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 სექტემბრის №417 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №87, მუხ. 761) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შპს „საქართველოს რადიოცენტრის“ ბალანსზე რიცხული, საწესდებო კაპიტალში არშესული თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე №1 რადიოსადგურის ქონება დაკავებულ მიწის ფართობთან ერთად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტური ეროვნული ვალუტით მიეყიდოს საქართველოს საპატრიარქოს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები