დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 25/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.112.000412 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/08/2010 - 24/02/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.112.000.412
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2010 წლის 12 აგვისტო
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგო (დანართი №1).
2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლანხჩუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 თებერვლის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ №02 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
დანართი №1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგო
|
№ |
თანამდებობის დასახელება |
თანამდებობრივი სარგო |
|
1
|
საკრებულოს თავმჯდომარე |
2360 |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 3 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
| 650 |
| 4 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 5 | საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | თანაშემწე (უფროსი საჯარო თანამდებობა) | 450 |
| 7 | მთავარი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობა) | 420 |
| 8 | მდივანი | 350 |
| 9 | დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი) | 570 |
| 10 | დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) | 150 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები