ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016385
49
28/09/2018
ვებგვერდი, 02/10/2018
010250050.35.112.016385
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2018 წლის 28 სექტემბერი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ნოემბრის №30 დადგენილება (ვებგვერდი, 111114011, 16/11/2011; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016052);
ბ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის №26 დადგენილება (ვებგვერდი, 110907016, 12/09/2011; სარეგისტრაციო კოდი: 330120020.35.112.016048);
გ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №10 დადგენილება (ვებგვერდი, 07/03/2012; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016073);
დ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივნისის №28 დადგენილება (ვებგვერდი, 03/07/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016229);
ე) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის №30 დადგენილება (ვებგვერდი, 24/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 020090000.35.112.016128);
ვ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №12 დადგენილება (სსმ, №16, 25/08/2010;სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.112.000412);
ზ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 მარტის №12 დადგენილება (ვებგვერდი, 15/03/2013; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016110);
თ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 05 აპრილის №14 დადგენილება (ვებგვერდი, 08/04/2013; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.112.016112);
ი) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილება (ვებგვერდი, 30/12/2013; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016154);
კ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილება (ვებგვერდი, 26/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016201);
ლ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილება (ვებგვერდი, 05/01/2016; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016248);
მ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილება (ვებგვერდი, 30/12/2016; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016281).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივლადიმერ ნანაძე