ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 17/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.000705
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
16
31/08/2010
სსმ, 26, 17/09/2010
010260020.35.151.000705
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/09/2010 - 15/03/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.151.000.705

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2010 წლის 31 აგვისტო

დაბა სტეფანწმინდა

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება შემდეგი სახით:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური

1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისგან (სპეციალისტებისგან).

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე (სპეციალისტი).

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ზ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

თ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

ი) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

კ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ლ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

ნ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ო) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

პ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აპრილის №6 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია