დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110317003, 25/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016033 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 15 მარტი
დ. სტეფანწმინდა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების „კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №16 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „რ“, „ს“,“ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:
„რ) ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას;
ს) განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდობისათვის სახელმწიფოს მხარდაჭერის კოორდინაციას;
ტ) ახალგაზრდობის თავისუფალი დროის ორგანიზებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესებისათვის დანერგვის ხელშეწყობას;
უ) ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის უზრუნველყოფას.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები