დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 13/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.139.000248 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/08/2010 - 20/08/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.139.000.248
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 22
2010 წლის 26 ივლისი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, ადგენს:
1. განისაზღვროს ბორჯომის მუნიიპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილება ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”.
3. №1 დანართის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 8 ივლისიდან.
4. №1 დანართის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 5 ივლისიდან.
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ.ქურდაძე
დანართი №1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2. | გამგებელი | 2360 |
| 3. | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4. | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5. | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6. | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე |
650 |
| 7. | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 8. | გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი |
450 |
| 9. | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული |
400 |
| 10. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 400 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები